„ირემას“, „ჯონდოს“ და „გორდას“ პირველ აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა და ამიტომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სამივე ცხენს მეორად აუქციონზე ყიდის. ცხენები ცალ-ცალკე ლოტადაა გამოტანილი და მათი გასხვისება 16 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. 9 იანვარს გამართულ აუქციონზე კი მათი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა.
„გორდას“ საწყისი ღირებულება 500 ლარია, პირველ აუქციონზე კი მისი საწყისი ღირებულება 750 ლარი იყო, „ჯონდოს“ საწყისი ღირებულება 200 ლარითაა გაიაფებული და 16 იანვარს დაგეგმილ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 400 ლარია. რაც შეეხება „ირემას“, მისი საწყისი ღირებულებაც 200 დოლარით დაბალია და მიმდინარე აუქციონზე მისი საწყისი ფასი 400 ლარია.
რაც შეეხება გასაყიდად გამოყვანილი ცხენების მახასიათებლებს:
ცხენი „ირემა“ დაბადებულია 2011 წელს. სქესი: მდედრობითი. ჯანმრთელი.
ცხენი „ჯონდო“, სქესი: მამრობითი. ჯანმრთელი.
ცხენი „გორდა“, სქესი: მამრობითი.