IRI - მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“

IRI - მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“

access_time2022-04-28 10:30:00

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 16 პროცენტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, ოთხი პროცენტი – „გახარია საქართველოსთვის“, ორი პროცენტი – „დროა – ელენე ხოშტარია“, ორი პროცენტი – „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“, ორი პროცენტი – „ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“, ორი პროცენტი – „ხალხისთვის – ანა დოლიძე“, ორი პროცენტი – „ლელო – მამუკა ხაზარაძე/ზურაბ ჯაფარიძე“, ერთი პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“, ერთი პროცენტი – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, ერთი პროცენტი – „გირჩი – ზურაბ ჯაფარიძე“, ერთი პროცენტი – „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“.

რაც შეეხება კითხვას, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთი შემთხვევაში, 35 პროცენტი ასახელებს „ერთიან ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“, 27 პროცენტი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, 19 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსი“, 18 პროცენტი – „გირჩი“, 16 პროცენტ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, 13 პროცენტი – „ლეიბორისტული პარტია“, 13 პროცენტი – „ევროპული საქართველო“, 11 პროცენტი – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 10 პროცენტი – „გაერთიანებული საქართველო – ნინო ბურჯანაძე“.

კითხვაზე, მმართველი პარტიის მიმართ გაქვთ სიმპათია თუ ოპოზიციის, 24 პროცენტი აცხადებს, რომ არც მმართველი პარტიის მიმართ აქვს სიმპათია ან მხარდაჭერა და არც ოპოზიციის მიმართ. 23 პროცენტი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას უჭერს მხარს. 16 პროცენტი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართ მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე ოპოზიციისადმი. 20 პროცენტი ოპოზიციას უჭერს მხარს, 14 პროცენტი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიმართ მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე მმართველი პარტიისადმი.

კითხვაზე, ხომ არ ისურვებდით, ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოთ მომავალში თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, გამოკითხულთა 60 პროცენტი აცხადება, რომ ისურვებდა ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას, 30 პროცენტი კი არსებული არჩევანით კმაყოფილია.


​კითხვაზე, გჯერათ, რომ სულ მცირე ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში გამოხატავს თქვენს ინტერესებს, 35 პროცენტი აცხადებს, რომ არსებობს სულ მცირე ერთი პარტია, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოხატავს მის ინტერესებს. 30 პროცენტის აზრით, არსებობს სულ მცირე ერთი პარტია, რომელიც სრულად გამოხატავს მის ინტერესებს. 31 პროცენტი კი აცხადებს, რომ მის ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.

კითხვაზე, ენდობით თუ არა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, 53 პროცენტი აცხადებს, რომ არც ენდობა და არც უნდობლობა აქვს. 23 პროცენტი ენდობა, კიდევ 23 პროცენტი კი არ ენდობა.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

1tv.ge

თეგები:
IRI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up