ის სატარიფო მეთოდოლოგია, რაც დღეს გვაქვს, არის გარანტია, რომ სექტორში თამაშის გამჭვირვალე წესებია - ირინა მილორავა საარბიტრაჟო დავებზე

ის სატარიფო მეთოდოლოგია, რაც დღეს გვაქვს, არის გარანტია, რომ სექტორში თამაშის გამჭვირვალე წესებია - ირინა მილორავა საარბიტრაჟო დავებზე

access_time2023-02-15 18:30:40

საარბიტრაჟო დავები სასურველი არაა და ჯობია, როდესაც ინვესტორი შემოსულია ისეთ საინვესტიციო გარემოში, სადაც ყველაფერი გარკვეულია. ის სატარიფო მეთოდოლოგია, რაც დღეს გვაქვს, არის გარანტია ინვესტორებისთვის, რომ ინვესტიციებს ახორციელებენ სექტორში, სადაც თამაშის გამჭვირვალე წესებია, - ასე გამოეხმაურა სემეკის ყოფილი თავმჯდომარე და ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „Интер РАО“-სთან დავის წაგებას.

 

 

როგორც ირინა მილორავამ BMG TV-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, დავა არ ყოფილა იმაზე, თუ რატომ შემცირდა სამომხმარებლო ტარიფები 2013 წელს, არამედ დავა დაიწყო, როდესაც 2015 წელს მარეგულირებელმა კომისიამ გაზარდა ტარიფები.

 

  

„და თუ გახსოვთ 2015 წელს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა 40%-ით, „ინტერ რაო“ ითხოვდა უფრო მეტად ზრდას - ამაზე იყო დავა.


 

  

2014 წელს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული ქვეყნის მიერ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ექვემდებარებიან სატარიფო რეგულირებას, არიან ბუნებრივი მონოპოლიები, მემორანდუმის ნაცვლად ტარიფის დათვლა დაიწყო სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იქიდან მოყოლებული ყველა ქსელურ კომპანიას ტარიფი უდგინდება სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამიტომ ვთვლი, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო, იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა მილორავამ.

  

 

მისი თქმით, ის მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალებს არ იცნობს.

 

  

„არ ვიცნობ მემორანდუმს, არ ვიცნობ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ფაქტია, რომ როდესაც ტარიფი დგინდებოდა დაახლოებით მოთხოვნა იყო 200 მლნ-ზე მეტი, თუ სწორად მახსოვს და შედეგი დადგა ის, რაც დადგა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი ბუნებრივ მონოპოლიებთან მიმართებაში არის ის, რომ ტარიფი დგინდებოდა სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. მემორანდუმების პრაქტიკა რაღაც ეტაპზე შესაძლოა გამართლებული იყოს, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი საინვესტიციო ბაზა, მაგრამ როდესაც ჩვენ წლები ვმუშაობდით ამ სატარიფო მეთოდოლოგიაზე, საქმეში იყო ჩართული უამრავი საერთაშორისო ექსპერტი, ეს შეფასდა, როგორც ერთ-ერთი კარგი მეთოდოლოგია, არამარტო რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ამოცანა იყო, რომ ყველა ბუნებრივი მონოპოლია გადასულიყო სატარიფო დაგეგმარებაზე. უფრო მეტსაც გეტყვით, ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალდაკვალ, ბუნებრივი გაზის სექტორიც გადავიდა სატარიფო მეთოდოლოგიაზე და დღეს ყველა ტარიფი რაც ითვლება ელექტროენერგეტიკულ სექტორში, ითვლება ზუსტად ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე“, - აღნიშნა მილორავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up