ირინა მილორავა: “2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით”

ირინა მილორავა: “2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით”

access_time2021-06-16 16:16:18

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობის დადგენილებით ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, გადადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რამაც ბაზრის ლიბერალიზაციას და ელექტროენერგიაზე ფასების მაქსიმალურად საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, უკვე კარგა ხანია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ექსპერტთა დაკვირვების საგანია.

 

„აიპრესმა“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას, რამდენიმე კითხვით მიმართა.

 

– ქალბატონო ირინა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ აეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ ენერგეტიკის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ არც სექტორი, არც სახელმწიფო და არც ენერგეტიკული ბირჟა არ არის მზად 1 იანვარს სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ხომ არ ჩქარობთ და რა არის ამ სიჩქარის საფუძველი?

 

– მე როგორც მახსოვს, სხვა ტიპის შეფასება იყო. საუბარი იყო იმაზე, უფრო მეტხანს გვჭირდება თუ არა ტესტირება. სავაჭრო პლატფორმა, რომელზეც ხდება ვაჭრობა ბაზრის მონაწილეების მიერ, გამზადებულია. პლატფორმის მომწოდებელი არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ევროპული კომპანია „ნორდპული“, რომელიც ევროპის 16 ქვეყანაში ოპერირებს.

 

ეს სავაჭრო პლატფორმა უკვე მორგებულია საქართველოს რეალობას. ამ პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირებულია და მონაწილეობს უკვე 200-მდე მონაწილე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არა მარტო ფლობენ ვაჭრობის ტექნიკურ უნარებს, არამედ გააზრებულ, სწორი სტრატეგიით ჩამოყალიბებულ განაცხადებსაც განათავსებენ. თუმცა, ბირჟა არ არის ახალი ბაზრის ერთადერთი სეგმენტი. ბირჟასთან ერთად ვაჭრობა უნდა მოხდეს საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე. ასევე, საათობრივ ვაჭრობაზე სრულფასოვანი გადასვლისთვის მნიშვნელოვანია საბითუმო აღრიცხვა პასუხობდეს ახალი ბაზრის მოთხოვნებს.


 

ჩვენ, საბითუმო ბაზრის ოპერატორთან ერთად, აპრილის თვიდან დავიწყეთ ამ 3 მსხვილი კომპონენტის ერთობლივი ტესტირება. მონაწილე ვაჭრობს როგორც ბირჟაზე, ასევე – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. შემდეგ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები ბირჟის ოპერატორს მიერ იგზავნება საბალანსო ოპერატორთან, სადაც ასევე შედის მონაცემები ბაზრის მონაწილეების მიერ გაფორმებული ორმხრივი კონტრაქტების შესახებ. უკვე ფიზიკური მიწოდების დღეს საბალონსო ბაზრის ოპერატორი იღებს აღრიცხვის რეალურ მონაცემებს და ანგარიშობს ბაზრის მონაწილეთა უბალანსობას. ეს ერთობლივი ტესტირება სწორედ ვაჭრობის სრული ციკლს მოიცავს და დამატებითი 6 თვე ისევ ამ ტიპის ტესტირებას დაეთმობა.

 

– ზამთრის პერიოდში,მოგეხსენებათ, ჩვენი გენერაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. რა მიზეზით უნდა მოხდეს სწორედ ამ პერიოდში ბირჟის ამოქმედება? ეს ხელს ხომ არ შეუწყობს იმპორტიორებს გაზარდონ ტარიფი და საკუთარი კარნახით წარმართონ ბირჟის საქმიანობა, როდესაც აქაური გენერაციის სახით კონკურენტი არ ეყოლებათ?

 

– მესმის ეს შეშფოთება. საუბარია იმაზე, რომ არის თუ არა იდეალური პერიოდი ზამთარი ამ მოდელზე გადასვლისთვის. ჩემთვის, ერთადერთი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება 1 იანვარი იყოს პრობლემატური, არის ის, რომ იანვრის პირველ კვირაში ძირითადად სადღესასწაულო და უქმე დღეებია.

 

მაგრამ, თუ ჩვენ ცოტა ადრე დავიწყებთ რეალურ ტესტირებას და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რომ ყოველდღიური ტესტირება რეალურ გაშვებამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე დავიწყოთ, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვიდად, ყოველგვარი დამატებითი პრობლემის გარეშე, ამ თარიღისთვის რეალურ ვაჭრობაზე გადასვლა.

 

ზამთარი ყოველთვის დეფიციტურია, ეს იქნება 2021 წლის 1 იანვარი თუ 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს. ამიტომ სხვა ტიპის გადაწყვეტა სჭირდება ამ საკითხს. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის რეგულაციებმა უნდა უპასუხოს უნდა ამ გამოწვევას და დაიცვას ბაზარი არასწორი ფასებისგან.

 

-რატომ არ შეიძლება ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, ვთქვათ 1 მაისიდან, როდესაც ადგილობრივი გენერაცია სრულ კონკურენციას გაუწევს იმპორტიორებს და თქვენც გაცილებით მეტი დრო გექნებათ მომზადებისთვის? მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპარალამენტო მოსმენაზე, მინისტრის მოადგილემ, ბატონი დავით თვალაბეიშვილისგან მკაფიო პასუხი ვერ მოვისმინეთ ბირჟის რეალური ამოქმედების თარიღთან დაკავშირებით?

 

– ჩვენი ამოცანაა, ბაზრის ეს სეგმენტი შევახვედროთ მომზადებული იმ თარიღს, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ 1 ივლისისთვისაც ცალკე აღებული ბირჟის სეგმენტი იყო მზად. მაგრამ, გადაწყვეტილება, რომელი პერიოდია ოპტიმალური ზოგადად საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის, არის თუ არა საკმარისი ტესტირების ის ხანგრძლივობა, რასაც ბაზრები ერთობლივად გაივლის, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, სხვადასხვა დაკავშირებუ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up