ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

access_time2021-06-05 19:05:44

7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციისკომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმისმიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.

როგორც თანამომხსენებელმა, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის შეეცდება მაქსიმალურად დეტალურადისაუბროს ბირჟის მიერ დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებზე.

„პრაქტიკულად ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ 2020 წლიდან. სავარაუდოდ, იქნება შეკითხვები, იქნებადისკუსია და რა თქმა უნდა, ბირჟასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულ და ამომწურავინფორმაციას მივაწვდით კომიტეტების წევრებს და ყველა დაინტერესებულს.

ასევე, რაც მთავარია, ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზეც, მოგეხსენებათ, საათობრივი ვაჭრობისამოქმედება გადაიდო 2022 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვისაუბრებთ იმგეგმებზე, რასაც ამ 6 თვის განმავლობაში გავაკეთებთ“, -აღნიშნა ირინა მილორავამ.

მისი განცხადებით, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით ყველაგადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. „ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა – ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საათობრივი ვაჭრობის დაწყება, დაშესაბამისად, ბირჟის ამოქმედება, გადაიდება 6 თვით. მე, როგორც ბირჟის ხელმძღვანელს, მედიამსაკითხთან დაკავშირებით მთხოვა განმარტება და ცხადია, მე ეს კომენტარები გავაკეთე.


ამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ყველა ის ღონისძიება, რაც განსაზღვრავსსაათობრივი ვაჭრობაზე გადასვლის კონკრეტულ ვადებს, ასევე ღონისძიებებს, რაც უნდაგანახორციელოს ამ პროცესში ჩართულმა სამივე სუბიექტმა („ენერგეტიკლი ბირჟა“, „საქართველოსსახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც საბალანსო ბაზრის ოპერატორი და სისტემის კომერციულიოპერატორი – ესკო, როგორც საბითუმო-საჯარო მომსახურების ორგანიზაცია) ბაზრის გაშვებამდე, გაწერილია ბაზრის მოდელის კონცეფციაში.

ასევე გაწერილია ვადები. შესაბამისად, გადაწყვეტილება ვადის გადაწევის თაობაზე, იღებს და ამშემთხვევაში, უკვე მიიღო, საქართველოს მთავრობამ.

შესაბამისი ცვლილება ამ დადგენილებაში „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და შევიდაძალაში“, – განმარტა ირინა მილორავამ.


bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up