ირლანდიაში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც სუპერმარკეტებში, ალკოჰოლურ და ჩვეულებრივ მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვებზე მინიმალურ ფასებს აწესებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი ზომების მიხედვით, ღვინის სტანდარტული ბოთლი 7,40 ევროზე ნაკლებ ფასად, ლუდის ქილა კი 1,70 ევროზე იაფად არ გაიყიდება.
ალკოჰოლის 40%-იანი შემცველობის ძლიერი სასმელების 20,70 ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა იკრძალება, ხოლო 700 მლ ვისკის ბოთლი 22 ევროზე ნაკლებ ფასად აღარ გაიყიდება.
მთავრობა თვლის, რომ მინიმალური ფასების დაწესება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ალკოჰოლთან დაკავშირებული ქცევის სარისკო ფორმების შეცვლას ისახავს მიზნად.
ამავდროულად, ზოგიერთი საცალო მოვაჭრე შიშობს, რომ თუ ასეთი ღონისძიებები ჩრდილოეთ ირლანდიაშიც არ განხორციელდება, იაფი სასმელის ძიებაში ტრანსსასაზღვრო მყიდველების რაოდენობა გაიზრდება.
2018 წელს შოტლანდიამ ალკოჰოლურ პროდუქციაზე ერთეულზე მინიმალური ფასი დააწესა, ხოლო მომდევნო წელს ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება ორ ათწლეულზე მეტი ხნის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.
bpn.ge