ირლანდია ლოკდაუნს აპრილამდე გაახანგრძლივებს. პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ გამკაცრებული ზომები აღდგომამდე შენარჩუნდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირლანდიაში კორონავირუსის 205 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 3 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge