რუსულმა ძალებმა ქალაქ ირპენში შენობების 70 %-ზე მეტი დააზიანეს ან გაანადგურეს, - ამის შესახებ ირპენის მერი ალექსანდრ მარკუშინი აცხადებს.
გაეროს კვლევით, რომელიც თანამგზავრისგან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, 115 შენობა მთლიანად განადგურებულია, 698 - მნიშვნელოვნად, 187 კი - ნაწილობრივ არის დაზიანებული.