მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიური ნაპოლის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას “განსაკუთრებული ფეხბურთელი” უწოდა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ის ქართველ ტალანტს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როდესაც ნაპოლის თავკაცი თავად გახლდათ.
“ნაპოლიმ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი გაიფორმა და ახალი სისხლი გადაისხა. ჯერჯერობით, რაიმის თქმა, თუ რა შეუძლია ამ გუნდს, რთულია. ნაპოლი არაპროგნოზირებად გუნდად იქცა. მთავარი სიურპრიზი კვარაცხელიაა? ალბათ, მათთვის, ვინც მას არ იცნობდა, ჩვენ კი მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც ნაპოლიში ვმუშაობდი. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”,— განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 21 წლის კვარაცხელიას ანგარიშზე 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამის აიაქსთან გამართავს.
წყარო: europop.ge