ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იყო, დარგი განვითარდა - მეღვინე რთველის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლაზე

ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იყო, დარგი განვითარდა - მეღვინე რთველის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლაზე

access_time2022-09-21 09:00:53

მომდევნო წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამიდან გამოვალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც პანდემიის შემდეგ ღვინოზე მოთხოვნა აღდგენილი არ იყო, აღნიშნული ჩარევა საჭირო არ გამხდარა.


“გეთანხმებით, რომ გრძელვადიანად რთველის სუბსიდირება არ არის სწორი პროგრამა. ჩვენ ერთხელ გამოვედით ამ პროგრამიდან, მაგრამ პანდემიის გამო უკან შესვლა მოგვიწია. გიდასტურებთ, რომ მომდევნო წლებში გამოვალთ ამ პროგრამიდან. ამას უფრო სოციალური ეფექტი აქვს. იცით, რომ კახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ რთველზეა დამოკიდებული. იმ პირობებში, როდესაც აღდგენილი არ არის ღვინოზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ , ეს ჩარევა საჭირო და აუცილებელი იყო“, - აღნიშნავს კაკაურიძე.

 

მინისტრის მოადგილის ეს განცხადება „კომერსანტთან“ „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა და დარგის სპეციალისტმა გიორგი სამანიშვილმა შეაფასეს.  როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს, სუბსიდირების პროგრამა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგებისთვის მნიშვნელოვანია.

 

„ამაზე რაღაც ცალმხრივი დამოკიდებულება არ  მაქვს. მე  ვფიქრობ, რომ ისეთი დარგების მხარდაჭერა, რომლებსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ სახელმწიფო ხედავს, რომ ეს დარგი უკვე თვითკმარია და მას შეუძლია თვითონ არეგულიროს  საკუთარი თავი, იმდენად  ეფექტურად რომ  კომუნიკაციის  ყველა მონაწილე მხარე კმაყოფილი იყოს, სახელმწიფოს მაშინ შეუძლია თქვას, რომ მე ჩემი მისია  შევასრულე და ახლა გამოსვლაა საჭირო.


რაც მე მახსოვს, უმეტეს წილად  სახელმწიფოს მხარდაჭერა იყო მევენახეების და  ღვინის საწარმოების მიმართ და თუ ახლა ის დრო მოვიდა, როდესაც ასე ჩანს, შესაძლოა ეს სწორიც არის, პრაქტიკა  გვაჩვენებს. წინასწარ ვერ ვიტყვი  იმას კარგი იქნება  თუ  ცუდი, მაგრამ  მთელი ის პერიოდი, როდესაც  სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იყო, დარგი  განვითარდა და იმავეს თქმა შემიძლია ღვინის ხარისხის კუთხითაც. 



ღვინის ხარისხი რადიკალურად გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესდა  ქართული  ღვინის ცნობადობა და ზოგადად ეს პროგრამა ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციაზე და გაყიდვებზეც დადებითად  აისახა. თუ სახელმწიფო ხედავს, რომ მიზანი მიღწეულია და ჩვენ მზად ვართ, რომ ცალკე ვიყოთ, შეიძლება კარგიც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია თუ  ცუდი, რთველის  სუბსიდირებიდან გამოსვლა ამას მომავალი დაგვანახებს“, - აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა.


გიორგი სამანიშვილი ფიქრობ, რომ პროგრამიდან გამოსვლა კარგი იქნება. თუმცა მისივე თქმით, გამოსვლას წინ უნდა უძღოდეს შემცირება.


„ზოგადად სუბსიდირების წინააღმდეგი არ  ვარ, თუმცა როგორც დღეს სუბსიდირება საქართველოშია ეს მევენახეებს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. წელს სუბსიდირება 2,5 ჯერ გაზარდა. სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლა სავსებით  შესაძლებელი იყო ადრეც, პირველ წელს შემცირდა, მეორე წელს ფაქტობრივად გაჩერდა, მესამე წელს უკვე შესაძლებელი იყო გამოსვლა. წელსაც 2-3 წლიანი პერსპექტივით შეიძლება გამოსვლა ოღონდ ამ გამოსვლას წინ უნდა უძღოდეს შემცირება და თანდათანობით  გამოსვლა უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up