ISET-ის კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“ - რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტები

ISET-ის კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“ - რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას სპეციალისტები

access_time2023-03-14 20:30:18

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“ მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – შეინარჩუნოს დაბალი და სტაბილური ფასები სურსათზე.


მიმდინარე მოვლენებმა ამ საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა, რადგან ამ მოვლენების ეკონომიკურმა გავლენამ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოაქცია მოსახლეობა.


აღნიშნული გამოწვევის გადასაჭრელად მთავრობამ დაიწყო მუშაობა, რათა საკვები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.



„სურსათზე ფასების შემცირების მიზნით, თებერვალში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიზანი სურსათის ფასების დარეგულირება იქნება. მთავრობის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში პროცესების ოპტიმიზაციაა, რამაც საბოლოოდ მოგების მარჟისა და ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს. მათივე განცხადებით, შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანი სურსათის ფასებთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი საკითხის გადაწყვეტაა: (1) მიმწოდებლებისათვის გადახდის სტანდარტული პირობების დაწესება, რაც გადასახადებსა და მარკეტინგულ ხარჯებსაც მოიცავს, (2) მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხელშეწყობა და (3) დასაბრუნებელი პროდუქტების შესახებ მითითებების შემუშავება“, - აცხადებენ ISET-ში.


კვლევაში განხილულია ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება ფასების კონტროლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ფასების კონტროლის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია საიჯარო ქირის კონტროლი, რის შემთხვევაშიც მთავრობა განსაზღვრავს საიჯარო ქირის მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს და აგრეთვე აწესებს საიჯარო ქირის ყოველწლიური ზრდის ზღვარს. კიდევ ერთი მაგალითია მედიკამენტების ფასების რეგულირება მედიკამენტებსა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით. ფასების კონტროლი გამოიყენება საწვავისა და სურსათის ფასების შემთხვევაშიც.



„საიჯარო ქირაზე დაწესებული კონტროლის შედეგად, საცხოვრებელზე ძალიან დაბალი ფასების არსებობის შემთხვევაში, არასაკმარისმა მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის მაღალი დონე. მაგალითად, უძრავი ქონების მესაკუთრეებმა შესაძლოა ვერ უზრუნველყონ თავიანთი ქონების მოვლა-პატრონობა უძრავი ქონების შენახვისათვის საჭირო შემოსავლის არქონის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობების დაზიანება და საფრთხე შეუქმნას მობინადრეებს. მაგალითად, ასეა ინდოეთში, სადაც საიჯარო ქირაზე არსებული კონტროლი ამძაფრებს უძრავი ქონების ბაზრის კრიზისს.


მედიკამენტებს რაც შეეხება, წამლების ფასების შემცირება იწვევს წამლების მწარმოებელთა შემოსავლის შემცირებას, რაც მათ აიძულებს ეძებონ ხარჯების შემცირების გზები. ეს კი, როგორც წესი, იწვევს ინვესტიციების შემცირებას კვლევებისა და განვითარების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების გამოჩენას. აშშ-ში არსებობს მედიკამენტების ფასების კონტროლის გამოცდილება. ფედერალურმა მთავრობამ 1990 წელს მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავდა მედიკამენტების ხარჯებს სახელმწიფო Medicaid-ის პროგრამებისთვის(American Legislative Exchange Council, 2022). როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწიათ შეეთავაზებინათ Medicaid-თვის ისეთივე ფასდაკლებული ფასები, როგორსაც სთავაზობდნენ ზოგ სხვა მსხვილ მყიდველს, საბოლოო ჯამში მათ შეამცირეს ფასდაკლებები ყველა მყიდველისთვის. ამიტომ ამ კანონმა გამოიწვია მედიკამენტების ხარჯების ზრდა მრავალი კერძო მყიდველისთვის (CATO Institute, 2001).


ენერგეტიკის ბაზრებს რაც შეეხება, აშშ-ის მთავრობამ აქტიური ჩარევა 1930 წელს დაიწყო და 1970 წლამდე გაგრძელდა. ელექტროენერგიის ფასების დასარეგულირებლად, კონკურენციის შესამცირებლად და იმპორტის გასაკონტროლებლად შემუშავდა კანონმდებლობა და აღმასრულებელი ღონისძიებები. 1970 წელს კანონმდებლებმა ამ ბაზრის დერეგულირება (რეგულაციების მოხსნა) მოახდინეს და ფასების კონტროლი 2008 წლის კრიზისის პერიოდშიც კი აღარ გამოუყენებიათ.


97 ქვეყნის საწვავის ბაზრების შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ მათ 60%-ში საწვავის ბაზრები დერეგულირებულია და საცალო ბაზარზე საწვავის ფასების განსაზღვრა საბაზრო ძალების შესაბამისად ხდება (Global Petrol Prices, 2023). აღნიშნული ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა. დანარჩენი 40%-ის შემთხვევაში, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენს, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული საწვავის საცალო ბაზარზე ფასების განსაზღვრის პროცესში ფასის ზედა ან ქვედა ზღვრის დაწესებით.


მიუხედავად იმისა, რომ, ეკონომისტების აზრით, ფასების კონტროლი საფრთხეს უქმნის ბაზარს დეფიციტისა თუ მიწოდების ჯაჭვში შექმნილი სხვა პრობლემების წარმოშობით, ზოგიერთი ქვეყანა კვლავ იღებს ზომებს სურსათის ფასების დასარეგულირებლად (CNN Business, 2022). მაგალითად, ბულგარეთში იგეგმება ფასების კონტროლის მექანიზმის შემოღება მიწოდების მთლიან ჯაჭვში (CNN Business, 2022). ბულგარეთის მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, ისინი არ დაარღვევენ თავისუფალი კონკურენციის დადგენილ პრინციპებს, არამედ იმუშავებენ იმაზე, რომ გაზარდონ მომხმარებელთა ცნობიერება მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების მიერ შემოთავაზებულ ფასებში განსხვავებებთან დაკავშირებით. გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში, მცდელობა ჰქონდათ დაეწესებინათ ზედა ზღვარი უძრავი ქონების ქირაზე. გაერთიანებულ სამეფოში დაწესდა ზღვარი, რომელსაც არ უნდა აჭარბებდეს მომხმარებლებისათვის დაწესებული ელექტროენერგიის გადასახადი და ზოგიერთი ტიპის რკინიგზის გადასახადი (CNN Business, 2022). ინგლისში აღნიშნული ბაზრები წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიებს, სადაც ამგვარი ჩარევა, შესაძლოა, სარგებლის მომტანი იყოს. ამის საპირისპიროდ, სასურსათო ბაზრები, როგორც წესი, კონკურენტუნარიან ბაზრებს წარმოადგენენ, სადაც მთავრობის ჩარევა უარყოფითი შედეგების მომტანია.


წარუმატებელი ისტორიის მიუხედავად, ფასების კონტროლი მაინც მიმზიდველია ბევრი პოლიტიკის შემქმნელისათვის, მათ შორის, საქართველოს მთავრობისთვისაც“, აღწერილია ISET-ის ახალ კვლევაში. 


თეგები:
ISET



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up