„ისეთი პროფესიები, როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი, სამხედრო, უნდა იყოს პრიორიტეტული და კარგად ანაზღაურებადი“

„ისეთი პროფესიები, როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი, სამხედრო, უნდა იყოს პრიორიტეტული და კარგად ანაზღაურებადი“

access_time2022-11-08 14:20:00

ექიმების და ექთნების პროპორცია რომ ავიღოთ, საქართველო ალბათ, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია სხვა ქვეყნებთან შედარებით - სანამ ექთანს იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ ქვეყანაში ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ექთნების დეფიციტი ისტორიულად არსებობს და ის პრობლემები, რამაც თავის დროზე ექთნების დეფიციტი განაპირობა, არ გამოსწორებულა.


ურუშაძის თქმით, ექთანი ნებისმიერი სამედიცინო სისტემის საფუძველია და აუცილებელია, რომ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყოს.


„ექთნების დეფიციტი ჩვენთან ისტორიულად არის. დეფიციტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში არსებობდა და 90-იან წლებში უფრო დამძიმდა, იმიტომ რომ მაშინ ფაქტობრივად, დაფინანსების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა ექთანმა უბრალოდ სამსახურს თავი დაანება და იძულებული გახდა სხვა საქმიანობა დაეწყო, რომ თავი გადაერჩინა და ოჯახისთვის მიეხედა. ამის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ბევრი სურვილისა და იდეისა, ის პრობლემები, რამაც თავის დროზე ექიმების დეფიციტი განაპირობა, არ გამოსწორებულა. პირველ რიგში, ეს არის ღირსეული, შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მეორე ეს არის თვითონ სოციალური პრესტიჟი და მესამე - საექთნო განათლების პრობლემა. დღემდე ვერ მოხერხდა ის, რომ ექიმის პროფესიის მსგავსად, ექთნის პროფესია იყოს რეგულირებადი, იყოს სერთიფიცირებული, მათ ჰქონდეთ თავისი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და უფლებები პაციენტის ავადმყოფის მართვის პროცესში. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რომ ადამიანებს აღარ უნდათ ექთნობა და შესაბამისად, ვერ მოდის ახალი თაობა, არ ხდება შევსება და ყველა გაურბის სამსახურს, რომელიც არაპრესტიჟულია, დაბალანაზღაურებადია და მათი თვალსაზრისით, უპერსპექტივოა,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.



მისივე თქმით, ექთნების დეფიციტის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პირველ რიგში, პაციენტი დაზარალდება, რადგან ის შესაბამის მკურნალობას ვერ მიიღებს.


„ექიმების და ექთნების პროპორცია რომ ავიღოთ, საქართველო ალბათ, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია სხვა ქვეყნებთან შედარებით. პირველ რიგში, ეს აისახება პაციენტის მომსახურების ხარისხზე, მომსახურების დონეზე და თვითონ მკურნალობის გამოსავალზე, იმიტომ რომ წესით, პაციენტი თავისი დროის 80%-ს ექთანთან უნდა ატარებდეს. ექთანი როგორც პირველად, ისე მეორად დონეზე უნდა უზრუნველყოფდეს ამ პაციენტზე ორიენტირებულ და ხარისხიან მომსახურებას, ამიტომ თუ ასე გავაგრძელეთ პირველ რიგში, დაზარალდება პაციენტი, იმით, რომ მისი ჯანმრთელობა და მისი გამოჯანმრთელება სამწუხაროდ, ვერ მოხდება იმ ვადაში და იმ ფორმით, როგორიც ყველას გვინდა,“ - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.


კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს ურუშაძე პასუხობს, რომ „ვიდრე ექთანს იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, გამოსავალი არ არის“.


„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი პროფესიები, როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი, სამხედრო, უნდა იყოს პრიორიტეტული და კარგად ანაზღაურებადი და არა დეპუტატი, ჩინოვნიკი და რომელიღაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე. მთავარია, რომ ეს პრიორიტეტები სწორად იყოს გადანაწილებული,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up