ისევ გადავადდება თუ არა ე.წ. ესტონური მოდელის გავრცელება საბანკო სექტორზე

ისევ გადავადდება თუ არა ე.წ. ესტონური მოდელის გავრცელება საბანკო სექტორზე

access_time2022-11-12 12:00:13

ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება - ასე პასუხობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე Bm.ge-ის კითხვას, თუ რა ეტაპზეა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საბანკო სექტორზე გავრცელების პროცესი.


საქმე ეხება მოდელს, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. აღნიშნული სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა, ხოლო საფინანსო სექტორზე ის 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. ახლა კი სექტორში გაჩნდა მოლოდინი, რომ მისი ამოქმედება კვლავ გადავადდება.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეს იდეა რჩება, თუმცა სიახლე არაფერია.


საბანკო სექტორი არის მომგებიანი, მდგრადია და ვითარდება. ისინი მოგების გადასახადს იხდიან, აქედან გამომდინარე, ალბათ მსჯელობის დონეზე ეს პროცესები გაგრძელდება. ეს იდეის დონეზე იყო და სიახლე ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ გვაქვს, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.



საკითხზე განახლებულ ინფორმაციას არ ფლობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. გავრცელდება თუ არა 2023 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელზე ბანკებზე, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძეს აქვს, მაგრამ ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან ის ბანკებისთვისაც შევა ძალაში.


„საფინანსო ინსტიტუტებში აღნიშნული მოდელის ამოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადავადება თუ მოხდება, ეს ცოტა უფრო ადრე იყოს ცნობილი, რათა პროგნოზირების უფრო კარგი საშუალება გვქონდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებითვე, საქართველოში ესტონურ მოდელს ორი იდეა აქვს. პირველი - რეინვესტირების წახალისება და მეორე - დაგროვების წახალისება.


მისივე თქმით, ლარიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება მეტი ლარი დარჩეს ბანკში, რომელსაც მულტიპლიკატორის ეფექტიც აქვს. ამ თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ იმ მოგების გადასახადმა, რომელიც არ იქნება საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან გადახდილი, პრაქტიკულად თითქმის ათმაგი ოდენობით ჩაანაცვლოს ის უცხოური ვალუტით დაფინანსება, რაც დღეს არის, - დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.



წყარო: https://bm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up