ISFED-მა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ კვლევას უნდა გადახედოს“ - ანდრია გვიდიანი

ISFED-მა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ კვლევას უნდა გადახედოს“ - ანდრია გვიდიანი

access_time2021-07-08 12:05:06

8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ანდრია გვიდიანმა „რიონის ხეობის მცველების“ და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ბევრი ორგანიზაცია ფიქრობდა, რომ გოლეთიანსა და მის თანამოაზრეებს ღირებულებითი ერთობა ამოძრავებდათ.

 

როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთ-ერთმა დიდმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციაში ამხელდა თუმცა,  „რიონის ხეობის მცველების“ და ულტრანიციონალისტური ​ჯგუფების ჰომოფობიის ირგვლივ გაერთიანებამ, მათი იდეური მოკავშირეობა დაადასტურა.

 

რიონის ხეობის მცველების მიერ ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ღია მხარდაჭერამ, ბევრ ბუნდოვან კითხვას ნათელი პასუხები გასცა. პირადად მე გამიმყარდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რიონის ხეობის მცველები შექმნილია პოლიტიკური მოტივებით. სინამდვილეში ამ ორგანიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს არც გარემოს და არც რიონის ხეობის დაცვასთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ აბსოლუტურად გაუგებარია თუ რა შეიძლება აკავშირებდეს თითქოს გარემოზე ზრუნვის იდეით შექმნილ ორგანიზაციას, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 


მისივე თქმით, ISFED-მა საკუთარ კვლევაში ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ქართული იდეის ულტრანაციონალისტური ჯგუფი რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციას ეწეოდა. დღეს კი ამ ჯგუფების კავშირი უკვე ნათელია.

 

„ვთვლი, რომ ISFED-მა საკუთარ კვლევას უნდა გადახედოს. შესაბამისად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რისკების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის მიერ მოხდეს საკუთარი კვლევის განახლება და შინაარსობრივად მცდარი ინფორმაციის ცვლილება, - აღნიშნა გვიდიანმა.

 

შეგახსენებთ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 21 ივნისს სოციალური ქსელის მონიტორინგის ამსახველი მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის ფოკუსშიც ფალავანდიშვილების პარტია “ქართული იდეა” მოექცა.  კვლევის თანახმად აღნიშნული პარტია ეწევა მადისკრედიტებელ კამპანიებს, მათ შორის „რიონის ხეობის მცველების“ წინააღმდეგაც.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up