„იშრომე და გჯეროდეს საკუთარი თავის“ - საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ელენე ბახუტაშვილი

„იშრომე და გჯეროდეს საკუთარი თავის“ - საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ელენე ბახუტაშვილი

access_time2023-04-24 15:30:44

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) ინიციატივით, წელს საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი 25-ედ გაიმართა.


კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.


წელს კონკურსში მონაწილეობა 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი ელენე ბახუტაშვილია.


ელენე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში პირველ კურსზე სწავლობს. როგორც თავად გვიყვება, მას მრავალმხრივი ინტერესი აქვს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოსცადოს. სწორედ ასეთი გამოწვევა გახდა მისთვის საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მიღებაც.


„ჩემი მშობლები ბავშობიდანვე მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის გამომეხატა საკუთარი აზრი, მეუბნებოდნენ, რომ სხვებისთვისაც ისევე უნდა მომესმინა, როგორც მე მისმენდნენ და გამეთვალისწინებინა მათი შეხედულებები. თუმცა, როდესაც გავიზარდე და განსხვავებულ სოციალურ სიტუაციებში მოვხვდი, მივხვდი, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მოლოდინები ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება და საკუთარი აზრის სოციალურ ჯგუფში დამკვიდრება გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო საჯარო მეტყველების კონკურსში, რათა ჩემი შეხედულებები, მსოფლმხედველობა და იდეები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა“, - ამბობს ელენე.


აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიცნო, განივითარა საჯარო მეტყველების უნარები და მიიღო როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი მისთვის სამუშაო შეხვედრები გახდა, სადაც მონაწილეები საჯარო მეტყველების ხელოვნების ძირითად პრინციპებს სწავლობდნენ.


„თავდაპირველად, პირველ ტურზე ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, მხოლოდ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით გავედი. მეორე ტურის ფარგლებში კი მონაწილეებს სამუშაო შეხვედრები გვიტარდებოდა - გვიზიარებდნენ უამრავ რჩევას, გვასწავლიდნენ საჯარო მეტყველების ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენი იდეებისა და გამოსვლების გაუმჯობესებაში გვეხმარებოდა“,- გვიყვება ელენე.



როგორც აღნიშნავს, მიღებული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად, მონაწილეები არ მოექცნენ ერთიან ჩარჩოში და თითოეულმა მათგანმა შეინარჩუნა უნიკალური ხასიათი.


„ალბათ, ყველაზე დასაფასებელი ის აზრის გამოხატვის თავისუფლება იყო, რომელიც კონკურსმა მოგვცა. ჩემი ყოველი გამოსვლისას ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტად ავთენტური ვყოფილიყავი და ჟიურისთვის გამეზიარებინა როგორც ჩემი გულწრფელი შეხედულებები, ასევე ემოციები".


სიტყვით გამოსვლებზე საუბრისას კი იხსენებს, რომ ჟიურის წინაშე გამოსვლამდე დარჩენილი 5 წუთი ყველაზე ემოციური იყო.  „ნერვიულობისას, ალბათ, ყველას ერთი ფიქრი უტრიალებს თავში - „როგორ იწელება დრო...“ მე კი სულ ის მეფიქრებოდა - „დრო რა მალე გადის...“ თუმცა, ასეთი საინტერესო და პროფესიონალი ჟიურის წინაშე დგომა სულაც არ წარმოადგენდა ჩემთვის დაბრკოლებას“, - ამბობს ელენე.


აღნიშნავს, რომ ის იყო პირველი მონაწილე რომელიც ჟიურის წინაშე უნდა გამოსულიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ „კონკურსის გახსნის“ ფაქტორს უფრო მეტი დაძაბულობა შემოეტანა, პირიქით, უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა და ეს პროცესი უფრო მეტად სასიამოვნო გახადა.


„ჟიურის წინაშე პირველმა გამოსვლამ უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ სამ საუკეთესო მონაწილეს შორის დამასახელეს და მესამე ადგილზე გავედი, ჩემთვის მაინც წარმოუდგენელი ჩანდა - რადგან ჩემთან ერთად მონაწილეობას 10 ძალიან ძლიერი კონკურსანტი იღებდა. მინდოდა მეტირა, მეყვირა, მეცეკვა და ჟიურის თითოეულ წევს ჩავხუტებოდი. ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამები იყო - მივხვდი, რომ ყველანაირ შრომად და წვალებად ღირდა“, - ამბობს ელენე.


გვიყვება, რომ პროექტში მიღწეულმა შედეგმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა წარმატების კარგად ნაცნობ ფორმულაში - „იშრომე და გჯეროდეს საკუთარი თავის“.


„ჩემთვის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ეს არის ძალა, რომელიც პოზიტიურ თუ ნეგატიურ ქმედებას განაპირობებს. ვფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელება სურს, აუცილებლად უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და გამოხატოს საკუთარი აზრი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ უფრო ჯანსაღი საზოგადოება და უკეთესი მომავალი“, - აღნიშნავს ელენე. 


როგორც ის ამბობს, კონკურსმა თითოეულ მონაწილეს მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.


„გამარჯვება ისაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვცადეთ, არ დავნებდით, გამოვედით და ჩვენი სათქმელი ვთქვით. ამიტომ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი სათქმელისა და სიტყვის ძალის, და აუცილებლად იქნებით გამარჯვებული“, - ამბობს ელენე.


ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. დღეს პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-მდეა.

 

 (R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up