ესპანეთში ალგესირასის 2 ეკლესიაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი მღვდელი გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. ამის შესახებ El Pais იუწყება. ეროვნული სასამართლოს პროკურორი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი შესაძლოა ისლამისტური ორგანიზაციის ტერორისტი იყო.
დამნაშავე მაროკოელი იასინ კანია. ის დაახლოებით 18:30 საათზე შევიდა სან ისიდროს სამლოცველოში და მორწმუნეებს მოუწოდებდა ისლამი მიეღოთ. ამის შემდეგ, მან ეკლესია დატოვა და 1 საათის შემდეგ მაჩეტეთი დაბრუნდა და მღვდელი დაჭრა, შემდეგ ლა პალმას ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც მღვდელი სასიკვდილოდ დაჭრა და გაქცევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს. 2 მღვდლის გარდა, ქალაქის ქუჩებში კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.