ისლანდია ვეშაპებზე ნადირობას, მოთხოვნის კლების გამო, 2024 წლიდან შეწყვეტს. ამის შესახებ მეთევზეობის მინისტრმა, სვანდის სვავარსდოტირმა განაცხადა, რასაც The Guardian ავრცელებს.
ისლანდია, ნორვეგიასთან და იაპონიასთან ერთად, იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის რჩება, სადაც კომერციული მიზნებით ვეშაპებზე ჯერ კიდევ ნადირობენ.
„მეტად მცირე საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ვეშაპებზე ნადირობა 2024 წლის შემდეგ არ შეწყდეს. ასევე, მცირე მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ამ საქმიანობას რაიმე ეკონომიკური სარგებელი მოჰქონდეს,“ - აცხადებს სვანდის სვავარსდოტირი.
ყოველწლიური კვოტები ისლანდიას 2019-2023 წლებში 209 ფინვალის მონადირების უფლებას აძლევს, რომელიც ლურჯი ვეშაპის შემდეგ, პლანეტაზე სიდიდით მეორე სახეობაა. ასევე, ისლანდიას უფლება აქვს 217-ზოლიანი მცირე ვეშაპი მოინადიროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობაა.
თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორმა მთავარმა ლიცენზიის მფლობელმა კომპანიამ ვეშაპებზე ნადირობა შეაჩერა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანი ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო. ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2021 წელს მხოლოდ ერთი, ზოლიანი მცირე ვეშაპი მოკლეს.
ისლანდიურ ვეშაპის ხორცზე მოთხოვნა მას შემდეგ შემცირდა, რაც ვეშაპის ხორცის მთავარი ბაზარი, იაპონია 2019 წელს ვეშაპების საერთაშორისო კომისიიდან (International Whaling Commission-IWC) გამოვიდა და კომერციული მიზნით ნადირობას დაუბრუნდა.
ამასთან, ვეშაპეზე ნადირობა მას შემდეგ გაძვირდა, რაც თევზაობის აკრძალვის სანაპირო ზონა გაფართოვდა და მეთევზეებს ნაპირიდან კიდევ უფრო შორ მანძილზე შეცურვა უწევდათ. გარდა ამისა, ადგილობრივ პროდუქტებთან შედარებით, იმპორტირებული ხორცის უსაფრთხოების მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდა, რაც ისლანდიიდან ექსპორტს ართულებდა.
ამასთან, კორონაპანდემიური სოციალური დისტანციის შეზღუდვების გამო, ისლანდიაში ვეშაპის ხორცის გადამამუშავებელი ქარხნები ვეღარ მუშაობდნენ. ბოლო სრულ სეზონზე, 2018 წელს ისლანდიაში 146 ფინვალისა და 6 ზოლიანი მცირე ვეშაპი მოკლეს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"