ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დუბაიში გაიმართა, წერს Twitter-ზე ისრაელის ელჩი საამიროებში ამირ ხაიეკი. შეთანხმება შეეხება სურსათს, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას, კოსმეტიკას, მედიკამენტებს და სამედიცინო მოწყობილობებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეთანხმება იქნება „ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი და ნოვატორული“. სამინისტროში ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 96% მყისიერად, ან თანდათანობით გათავისუფლდება გადასახადებისგან.
ისრაელსა და საამიროებს შორის სავაჭრო ურთიერთობის დაწყებიდან 10 თვეში ბრუნვამ $675 მლნ–ს მიაღწია, წერს Forbes.