ისრაელი პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის

ისრაელი პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის

access_time2021-08-06 20:00:33

თითქმის 4000 ინფიცირების შემთხვევა დღე-ღამეში - ამ ციფრებმა ისრაელის მოსახლეობა, რომელმაც კორონავირუსზე გამარჯვება უკვე იზეიმა შოკში ჩააგდო. შექმნილ ვითარებაში მთავრობა კურსს ცვლის, და ახალი შეზღუდვები შემოაქვს.

 

პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისთვის ბრძოლა კორონავირუსის წინაამღდეგ ისევ აქტუალური თემა გხადა. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილებოდა, საერთო აზრია - სიტუაცია ისევ სერიოზულია.

 

ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, ტესტების 4% დადებითია, ხოლო დაავადების მძიმე ფორმების რაოდენობა ორმაგდება. და ეს ყველაფერი - სამაგალითოდ ვაქცინირებულ ქვეყანაში, რომელმაც ვირუსის დამარცხების შესახებ უკვე განაცხადა და ყველა შეზღუდვა მოხსნა.

 

ამჯერად რეგულაციები ისევ ბრუნდება - თუ ადრე მთავრობა ამბობდა, რომ მოსახლეობა ვირუსთან ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს, დღეს პირველ პლანზე ისევ პანდემიის შეკავება გამოდის.

 

პირბადეების სავალდებულო ტარდება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დახურული სივრცეებისთის აღდგა, დღეს უკვე ნაწილობრივ ღია სივრცეებზეც ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრება. მასობრივ შეკრებებზე მხოლოდ აცრილი ან გამოჯანმრთელებული მოქალაქეები დაიშვებიან.


 

საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა ნახევარი ისევ ონლაინ-რეჟიმზე გადადის, მომავალი კვირიდან ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც 40 ქვეყნიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ ქვეყნებს შორისაა აშშ, გერმანია და ევროპის დიდი ნაწილი.

 

უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანა კვლავ დახურული რჩება - საზღვრების გახსნა ჯერ 1 ივნისს იყო დაგეგმილი, შემდეგ 1 ივლისამდე და 1 აგვისტომდე გადაიდო, დღეს კი ამ საკითხზე საერთოდ არავინ ლაპარაკობს.

 

სამაგიეროდ, ახალი ლოკდაუნის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება. პრემიერ-მინისტრი ბენეტი მუდმივად აცხადებს, რომ ეკონომიკის კიდევ ერთხელ გაჩერება არ სურს, თუმცა, სიტყვა „მაგრამ“ სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

 

„ჩვენ ვიცით, მუხრუჭებს როდის უნდა დავაჭიროთ“ - განაცხადა მან. უფრო ღიად არასახარბიელო პერსპექტივაზე თავდაცვის მინისტრი ბენი განცი საუბრობს - მისი თქმით, მთავრობამ საზოგადოება სექტემბერში ლოკდაუნის შემოღებისთვის უნდა მოამზადოს. თუმცა, წინა ლოკდაუნების გაკვეთილი ცხადყოფს, რომ თუნდაც ყველაზე მკაცრი კარანტინი - მხოლოდ დროის მოგების შესაძლებლობაა და არა პრობლემის ფუნდამენტალური გადაწყვეტა.

 

პანდემიასთან საფუძვლიანი ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ვაქცინაციაა. იმის მიუხედავად, რომ მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში სუსტდება ისრელის ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნა გააკეთა - მეტი ადამიანი უნდა აიცრას. 60 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დაიწყო, მილიონზე მეტ არავაქცინირებულ მოქალაქეზე კი ზეწოლა გაიზარდა. „თქვენ საფრთხეს მთელს ქვეყანას უქმნით და თუ აუცილებელი გახდა ახალი ლოკდაუნის გამოცხადება - ეს თქვენი ბრალი იქნება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

www.sueddeutsche.de




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up