ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა გენერატორების გადაცემას, მადლობა გადაუხადა ისრაელს გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ ეს "ძლიერ იმპულსს აძლევს რეგიონის აღდგენას".
მინისტრის თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების გათვალისწინებით.
მინისტრმა თქვა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ხერსონის რეგიონში დამატებით გაგზავნის 21 გენერატორს და 24 ტრანსფორმატორს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღეს საერთაშორისო პარტნიორებისგან.