ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა

ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა

access_time2022-11-29 12:25:58

2023 წლიდან თელ-ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია  EL AL el Israel Airlines-და Sun D'Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.


,,საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა., ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით, კი პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37 სიხშირით წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში მათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების დაინტერესება იყო. რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.



ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up