ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ კომპანიის Bonus BioGroup–ის წარმოებული პრეპარატის MesenCure გამოყენების ნებართვა გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ისრაელის ერთ–ერთ კლინიკაში პრეპარატი კლინიკურად გამოსცადეს – 16 მძიმე პაციენტიდან 14–ის მდგომარეობა მნტშვნელოვნად გაუმჯობესდა და მალევე კლინიკიდან გაწერეს. მათი მკურნალობის პერიოდი მხოლოდ 4 დღეს გაგრძელდა.
პრეპარატი ღეროვანი უჯრედების ბაზაზე იქმნება, რომელსაც ჯანმრთელი დონორების ცხიმოვანი ქსოვილებიდან იღებენ. ეს უჯრედები ვირუსით გამოწვეულ ანთებით კერებს აქრობენ და ფილტვების დაზიანებული უბნების აღდგენას უწყობენ ხელს. ამასთან, კვლევების დროს გაირკვა, რომ პრეპარატის პირველი დოზის მიღებისთანავე მცირდება რისკი, რომ რომელიმე ორგანო გაითიშოს, მათ შორის თირკმელი, გულის კუნთი.
აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევისვ I/II სტადიებზეა და საერთაშორისო აღიარებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.