მთელი ღამის განმავლობაში, ისრაელის მსხვილ ქალაქებში, სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო მასობრივი პროტესტი მიმდინარეობდა, ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნები მომიტინგეთა მხარეს გადავიდნენ და მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მეტიც, ისრაელის პოლიციის ოფიციალური განცხადებაც რბილი და ძალზედ მოზომილი იყო. პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში ბენიამინ ნეთანიაჰუ მმართველ კოალიციაში გადიოდა კონსულტაციებს რეფორმების შემდგომი ბედის შესახებ.
ამ დროის განმავლობაში, ისრაელი პრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ მინისტრს სასწრაფოდ შეეწყვიტა დაგეგმილი სასამართლო რეფორმა. ამავდროულად, სამთავრობო კოალიციაში შემავალი რელიგიური ულტრა-მემარჯვენე პარტიები გადაუდგნენ ნეთანიაჰუს.
დილის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმა დაასრულა კონსულტაციები და აპირებს ისრაელის მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.
პრემიერის ოფისიდან წყაროების დაყრდნობით, ნეთანიაჰუ გეგმავს შეწყვიტოს სასამართლო რეფორმა და აპირებს გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი იყო ახალი რეფორმების მიღების საკითხში.
სავარაუდოა, რომ იუსტიციის მინისტრის გადაყენების შემდეგ ისრაელის მთავრობა დაიშლება და საპარლამენტო კოალიციური განხეთქილების პირობებში, თუ კი ვერ მოხდება ახალი მთავრობის ფორმირება, დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
World Military/ანალიტიკა