თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“ პანდემიური 2020 წელიც, წინა წლების მსგავსად, ზარალით დაასრულა.
სავაჭრო ცენტრის აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 2020 წელს 148 740 000 ლარი შეადგინა. როგორც კომპანიის 2020 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, „ისთ ფოინთის “ შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 32% -ით შემცირდა. კომპანიის მთლიანი საიჯარო შემოსავალი 21 მილიონი ლარი, მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი კი 4,3 მილიონი ლარი იყო, სხვა საოპერაციო შემოსავალი კი 11 მილიონ ლარს შეადგენდა.
საკმაოდ მაღალი შემოსავლების მიუხედავად, 2020 წელი “ისთ ფოინთმა” მაინც ზარალით დაასრულა. პანდემიური წელს კომპანიის ზარალი 33 მილიონი ლარი იყო. წლის წმინდა ზარალი უმეტესად ფინანსურ ხარჯებს ეხება, მათ შორის საპროცენტო ხარჯს და უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით მიღებულ ზარალს.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 22 მარტიდან მოლის დახურვამ, 2019 წელთან შედარებით შემოსავლების 81%-ით შემცირება გამოიწვია.
სავაჭრო ცენტრის „ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება 2020 წლის 31 დეკემბრისათვის იყო 219 456 000 ლარი იყო.
ცენტრის ყოველდღიური ნავაჭრი კვირის სამუშაო დღეებში არის 22,000 დღეში და 30,000 შაბათ-კვირას დღეში.
დოკუმენტში წერია, რომ სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.
2020 წელს თანამშრომლების რაოდენობა 355 -დან 279 -მდე შემცირდა. ვიზიტორთა რაოდენობა კი 9 მლნ- დან 8,5 - მდე შემცირდა.
„ისთ ფოინთი“ 2015 წელს გაიხსნა და მოიცავს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ბავშვთა ტანსაცმლის და სათამაშოების, კოსმეტიკის და აქსესუარების მაღაზიებს. ბავშვთა გასართობ ცენტრს ფოკუსმოკუს, ბოულინგის კლუბს ლებოვსკის, კინოთეატრ კავეას 10 თეატრით და პირველ IMAX კინოთეატრს. ცენტრის გარშემო 20-ზე მეტი კაფე და რესტორანი მდებარეობს.
ბაჩო ადამია