აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) გამოაცხადა მისიის ეკიპაჟის შემადგენლობა, რომელიც მომავალ წელს მთვარეზე გაფრინდება.
ისტორიაში პირველად, მთვარეზე, სამეცნიერო მისიით, ქალი და ფერადკანიანი ადამიანი გაემგზავრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს
NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ასტრონავტი კოსმოსური ხომალდი Artemis II-ით მთვარის ირგვლივ შემოფრინდება. მისია 10 დღეს გაგრძელდება და 2024 წლის ნოემბერში დაიწყება. ეკიპაჟში ოთხი ადამიანია - მეთაური რიდ უაისმანი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, და მისიის სპეციალისტები კრისტინა ჰემოკ კოკი და ჯერემი ჰანსენი.
„ეს მისია, რომლის შემადგენლობაში პირველადაა ქალი და ფერადკანიანი, გზას გაუხსნის მთვარეზე ფრენებს, შექმნის გრძელვადიან შესაძლებლობებს მთვარის გამოკვლევისთვის და შთააგონებს მკვლევართა მომავალ თაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე მთვარესთან დაკავშირებულ ექსპედიციებში ნამყოფი 12-ვე ადამიანი თეთრკანიანი მამაკაცი იყო.