ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
დღეს საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი ისლანდიის გამარჯვებით – 80-77-ით დასრულდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
ნაკრები მატჩში 3 ქულით დამარცხდა, მაგრამ ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულით წაგებაც ჰყოფნიდა.