საზღვაო პორტი "უსტ-დუნაისკი" სამშაბათს, 17 იანვარს, აუქციონზე 201 მილიონ გრივნად გაიყიდა - საზღვაო პორტის პრივატიზაცია უკრაინის ისტორიაში პირველად მოხდა.
ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ფონდის პრესსამსახური ფეისბუქზე იტყობინება.
პორტისთვის შეთავაზებულმა საბოლოო თანხამ საწყის ფასს 60 მილიონ გრივნას 3,3-ჯერ გადააჭარბა. პორტის შეძენისთვის 8 ინვესტორი იბრძოდა.
გამარჯვებულმა ლოტის ღირებულება 20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
„ჩვენ ველით საბიუჯეტო შემოსავლებს ჩვენი თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი. ფონდში აღნიშნავენ, რომ უსტ-დუნაისკის პორტს აქვს დიდი პოტენციალი უკრაინული სურსათის ექსპორტის განვითარებისთვის.