უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდმა პორტ „უსტ-დუნაისკის“ (ოდესის ოლქი) კომპლექსის ქონების გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა. ამის შესახებ unian-ი წერს.
უწყების რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სლავსკის თქმით, პრივატიზებული იქნება საზღვაო სავაჭრო პორტი უსტ-დუნაისკი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საზღვაო პორტი. 2019 წელს მისმა ტვირთბრუნვამ მხოლოდ 71 ათასი ტონა (ქვეყნის ყველა საზღვაო პორტის ტვირთბრუნვის 0,05%) შეადგინა.
„პირველად გამოცხადდა პორტის პრივატიზაცია უკრაინაში. ეს სახელმწიფოსთვის ახალი გამოცდილებაა - მთლიანი პორტის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მანამდე სახელმწიფოს ჰქონდა არასრული გამოცდილება კონცესიისა და სხვადასხვა ფორმატში პორტის ნაწილების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრ სლავსკიმ.