როგორც ჩანს, რუსეთის ძალებს არ აქვთ საკმარისი ინფრასტრუქტურა ყირიმში მათი ჯარების მხარდასაჭერად. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.
რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ სევასტოპოლის 1472-ე საზღვაო კლინიკურ ჰოსპიტალს, დაჭრილი რუსი პერსონალს სისხლის დეფიციტი ემუქრება, ნათქვამია ომის კვლევის ინსტიტუტის უახლეს ცნობებში.
ბლოგერები იმასაც აცხადებდნენ, რომ ჰოსპიტლის თანამშრომლებმა რუსეთის სამხედრო სარდლობას სისხლის მარაგების ნაკლებობის შესახებ შეატყობინეს, მაგრამ რაიმე მხარდაჭერა პრობლემის გამოსასწორებლად ამ დრომდე არ მიუღიათ.
არსებული ინფორმაციით, დეფიციტი საბიუჯეტო დებულებების ნაკლებობით არის გამოწვეული.
სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს, რომ საქმეზე ჩანს კორუფციაა. ISW ასევე ვარაუდობს, რომ ქერჩის სრუტის ხიდის დაზიანების შედეგად, რუსეთის ძალები ასევე განიცდიან მიწოდების დეფიციტს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ელის, რუსეთი მარტში შეაკეთებს საგზაო ხიდს, ხოლო ზაფხულის შუა რიცხვებში სარკინიგზო ხაზებს, რითაც რუსეთის ძალებისთვის მიწოდების ჯაჭვის გაგრძელებას ვარაუდობდა.