იტალია რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდის, როგორც ეს მოსკოვს სურს. არსებული ინფორმაციით, იტალია ელოდება, სანამ ბრიუსელი თავის იურიდიულ ანალიზს დაასრულებს, სანამ რამე კონკრეტულ ზომას მიმართავს. წინასწარი ანალიზით კი, რომელიც ევროპული კომისიის იურისტებმა ჩაატარეს, გადახდის ახალი პირობები სანქციების დარღვევას გამოიწვევს.
ამას გარდა, Bloomberg-ის წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას იტალია კონგოს რესპუბლიკასა და ანგოლასთან ახალ ენერგო შეთანხმებაზეც განაცხადებს.
31 მარტს, რუსეთის პრეზიდეტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა, რომლებიც რუსულ გაზს მოიხმარენ, მისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში, რუბლში უნდა გადაიხადონ. ევროსაბჭოს ქვეყნების არაერთმა ლიდერმა კი უკვე განაცხადა, რომ გაზის საფასურის რუბლში გადახდის წინააღმდეგები არიან.