იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალია სიამოვნებით დაუჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ,,გარდიანი" იუწყება.
,,ჩვენ, იტალია, მოხარული ვიქნებით, მივესალმოთ ამ ორ ქვეყანას ამ დიდ ალიანსში, რომელიც მის წევრ ქვეყნებს იცავს და რომელსაც ათწლეულების განმავლობაში გარანტირებული მშვიდობა აქვს", - განაცხადა დი მაიომ ბერლინში.