იტალიამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს $670 000 დოლარის ღირებულების ტყვიაგაუმტარი მერსედესის მარკის ლიმუზინი ჩამოართვა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider გაზეთ Corriere della Sera-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ სარდინიაში, შავი Mercedes-Maybach S650 Guard VR10 დააპატიმრა, რომელიც სამთო–მოპოვების და ტელეკომუნიკაციების რუს მაგნატს ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა.
იტალიის საგადასახადო პოლიციამ The Times-ს სამშაბათს, 29 მარტს, დაუდასტურა, რომ ჩამორთმეული მანქანა კუნძულზე უსმანოვის აქტივებს შორის იყო. ადგილობრივი იტალიური გაზეთი L'Unione Sarda ასევე იტყობინება, რომ ხელისუფლებამ პევეროს ყურეში დაახლოებით 19 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების კომპლექსი და მისი 6 კორპორაციული მანქანა დააპატიმრა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, უსმანოვის ჩამორთმეული აქტივები 73 მილიონ დოლარ შეადგენს. სარდინიის ხელისუფლებამ და უსმანოვის წარმომადგენლებმა Insider–ის კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავეს.
უსმანოვი სანქცირებულთა სიაში ევროკავშირმა 28 თებერვალს შეიყვანა და ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირადი და მის ერთ-ერთ „საყვარელ ოლიგარქად“ ითვლება.