იტალიაში აუცრელებს მუშაობის უფლება ჩამოართვეს

იტალიაში აუცრელებს მუშაობის უფლება ჩამოართვეს

access_time2021-10-18 20:00:26

იტალიაში უკვე თითქმის არაფრის კეთება არ შეიძლება ვაქცინირების სერტიფიკატის გარეშე - აუცრელი მოქალაქეებისთვის ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე რადიკალური შეზღუდვა 15 ოქტომბერს შევიდა ძალაში და ის 23 მლნ ადამიანს - ყველა დასაქმებულს შეეხო.

 


ყველას, ვინც კორონავირუსი ახლახანს არ გადაიტანა და ვაქცინირებას არ გაიარა, სამსახურში სიარული ეკრძალებათ.

 


ასე შორს ჯერ არავინ წასულა - ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის მოქმედებს. ზოგჯერ საუბარია მხოლოდ სამედიცინო დარგის ან განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის, ზოგჯერ საჯარო სტრუქტურებს, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია, დარგის და საკუთრების ფორმისგან განურჩევლად - ეს მსოფლიო მასშტაბით სიახლეა.

 


ამ დროისთვის 12 წელზე უფროს იტალიელებს შორის 80% აცრილია და თავისუფლებით ტკბება, პროტესტებსაც აქვს ადგილი - სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ არა მხოლოდ იდეური ანტივაქსერები და ნეოფაშისტები, არამედ, მაგალითად, ქალაქ ტრიესტის პორტის თანამშრომლები გამოვიდნენ. ისინი ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ლოგისტიკური პუნქტის პარალიზებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს.

 


ამ შემთხვევაში საქმე ვაქცინაციის შეგნებულ მოწინააღმდეგეებთან არ გვაქვს - საქმე ისაა, რომ პორტში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები მუშაობენ. მათ შორის უმრავლესობა აცრილია, ოღონდ ხშირ შემთხვევაში ვაქცინებით, რომლებიც ევროკავშირში აღიარებული არ არის.

 



იგივე ეხება სატვირთო ავტომობილების ათასობით მძღოლს და ამან შესაძლოა იტალიის სამომხმარებლო ბაზარი სრულიად ჩამოშალოს - ქვეყნის შიგნით ტვირთების გადაზიდვის 90% სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. ეს პირდაპირი რისკია სუპერმარკეტების, ავტოგასამართი სადგურების და სხვა ობიექტებისთვის.

 


თუ მთავრობა კომპრომისს ვერ მოძებნის, იტალიის სამომხმარებლო ბაზარს დიდი რისკი ელის.

 


ვაქცინირების სერტიფიკატი ყველა დასაქმებულმა ადამიანმა უნდა წარადგინოს, იქნება ეს მსხვილი კომპანიის ტოპ-მენეჯერი, თუ ბაზრის თვითდასაქმებული მოვაჭრე. ერთადერთი გამონაკლისი იმ ადამიანებზე ვრცელდება, ვისაც ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენებების გამო არ შეუძლია - მათ ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ.

 


კანონის შესრულების კონტროლი თავად დამსაქმებლებს ევალებათ, თუმცა, სახელმწიფო ამ რთულ ამოცანას მთლიანად კერძო სექტორს ვერ გადააბარებს. ამიტომაც, კანონის აღსრულების გასაკონტროლებლად, ჩატარდება სხვა დასახვა ბიზნესების შემოწმება.

 


კანონის დარღვევის გამო ისჯება როგორც არავაქცინირებული თანამშრომელი, ასევე დამსაქმებელიც, რომელმაც ის არასათანადოდ შეამოწმა - თანამშრომელს 600-დან 1500-დე, დამსაქმებელს კი 400-დან 1000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოიწევს.

 


გარდა ამისა,  არავაქცინირებულ თანამშრომელს სახლში დაუყოვნებლივ გაუშვებენ და ეს არასაპატიო მიზეზით გაცდენად ჩაითვლება. სამსახურში არყოფნის დღეებში დაჯარიმებულს ხელფასი არ დაერიცხება.

 


დამსაქმებლებს არააცრილი თანამშრომლების სამსახურიდან პირდაპირ გაშვების უფლება არ აქვთ, თუმცა, ამ კონკრეტული შემთხვევაში დასაქმებულებს იმდენი ფინანსური თუ ადმინისტრაციური საქნციები ემუქრება, რომ მათთვის სამსახურში დარჩენას არავითარი აზრი არას აქვს.

 


იგივე სანქციები შეეხება ასევე დისტანციურად მომუშავეებს, რადგანაც ამ სეგმენტში გამონაკლისი დაშვება იმას მოიტანს, რომ ყველა, ვისაც ვაქცინირება არ სურს, დისტანციურ სამუშაოზე გადავა.

 


sueddeutsche.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up