იტალიის 13 მიწისქვეშა გაზსაცავს შეუძლია შეინახოს 17 მილიარდი კუბ/მ გაზი, რაც ზამთრის მოთხოვნის მესამედს უტოლდება.
ამის შესახებ გაზეთი Il Sole 24 Ore იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამჟამად იტალიაში მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) 93%-ით სავსეა. 13 ასეთი ობიექტი მოხმარების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ამიტომ, ენერგეტიკული კომპანია „სნამი“, რომელიც ცხრა საცავის მფლობელობაშია, ახალი კომპლექსების მშენებლობის პროექტებს განიხილავს.
UGS ობიექტების უმეტესობა განლაგებულია ქვეყნის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონი სიმძლავრის დაახლოებით 40%-ს მოიცავს.