იტალიის კუნძულ სიკიაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა, თუმცა სამაშველო და სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი.
სტიქიის ზონიდან 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.