იტალიის ფინანსურმა გვარდიამ, რუსეთის ქალაქ გელენჯიკში მდებარე ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმიერ პუტინის სასახლის არქიტექტორის, ლანფრანკო ცირილოს ქონება დააყადაღა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი NEXTA Live ავრცელებს. როგორც ირკვევა, ის მრავალი წლის განმავლობაში შემოსავლის დეკლარირებას არ ახდენდა.
მთლიანობაში დაყადაღებულია 141 მილიონი ევროს ღირებულების ქონება, მათ შორის სასახლეები, ვერტმფრენი, ხელოვნების ნიმუშები და ფუფუნების ნივთები.