იტალიის ქალაქ ბარიში 47 წლის საქართველოს მოქალაქე კაცი ასევე საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავეს.
იტალიური მედიის თანახმად, ქალის დაჭრის შესახებ შეტყობინება ქალაქ ბარის პოლიციის განყოფილებაში 28 მარტს შევიდა. მედიის ცნობით, კაცი ცოლის დაჭრის შემდეგ სახლიდან წავიდა, ის თავის ავტომობილში დააკავეს, მას ტანსაცმელზე სისხლის კვალიც ემჩნეოდა, ქალი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კლინიდან უკვე გაწერეს.