იტალიაში საავიაციო ფორუმზე „WORLD ROUTES 2021“ საქართველო აეროპორტების გაერთიანებამ წარადგინა

იტალიაში საავიაციო ფორუმზე „WORLD ROUTES 2021“ საქართველო აეროპორტების გაერთიანებამ წარადგინა

access_time2021-10-13 11:40:00

10-12 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის მთავარ ქალაქ მილანში ყოველწლიური ავიაფორუმი „WORLD ROUTES 2021“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


რიგით 26-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მსოფლიოს 300 ზე მეტი აეროპორტის, ავიაკომპანიის, საავიაციო სფეროსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



საქართველო ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) წარადგინა. ქართულ დელეგაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობდა.



მისი განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.




,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი ავიაციის სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. კოვიდ პანდემიის გამო, ფრენების აკრძალვასთან ერთად არ გამართულა არც ერთი საავიაციო ფორუმი. „WORLD ROUTES 2021“ ავიატორებისთვის პანდემიის პირობებში პირველი მასშტაბური პლატფორმა იყო, სადაც შესაძლებლობა გვქონდა პირისპირ განგვეხილა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და სიახლეები,“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინეს. გაიმართა პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ,,ძალიან ბევრ ავიაკომპანიას შევხვდით. ჩემს გუნდთან ერთად, შევეცადეთ ჩვენი აეროპორტებით დაგვეინტერესებინა არსებული და მომავალი პარტნიორები. პოტენციურ პარტნიორებს ცალკე პროექტად შევთავაზეთ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რათა კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი აეროპორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ,“-განაცხადა თამარ არჩუაძემ.



სამდღიან ფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. განიხილეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.




თეგები:
„WORLD ROUTES 2021“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up