იტალიელი ღვინის ექსპერტი ქართულ ქვევრზე - პირველი ჭურჭელი, სადაც ღვინო დადუღდა

იტალიელი ღვინის ექსპერტი ქართულ ქვევრზე - პირველი ჭურჭელი, სადაც ღვინო დადუღდა

access_time2022-09-03 17:30:10

თიხა ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ღვინის დასადუღებლად, დასაძველებლად და გადასაზიდადაც კი. მდგრად, გამძლე და “სუნთქვად” თიხის ჭურჭელზე უკვე ბევრი საუბრობს. იტალიელი მეღვინეების ახალი ტალღა აღმერთებს ქვევრს და მას დადუღების გარდა დასაძველებლადაც იყენებენ. ფილიპო ბარტოლოტა, იტალიელი ღვინის ექსპერტი The Drinks Business-ში წერს ამის შესახებ.



ცხადია, ღვინისთვის განკუთვნილ თიხის ჭურჭელზე საუბარი, წარმოუდგენელია საქართველოს ხსენების გარეშე. სტატიაში ავტორი ქვევრის ისტორიასთან ერთად აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ ქართული ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენეს: “თიხას ღვინის დასაყენებლად და დასადუღებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ. ამის მაგალითია, ძვ. წ. VI ათასწლეულის ქართული ქვევრი, პირველი ჭურჭელი, სადაც ღვინო დადუღდა და სადაც ტემპერატურა მიწაში კონტროლდება.” - ვკითხულობთ სტატიაში.



პორტუგალიური ტალია (Talha), რომელშიც ღვინოს პორტუგალიის ერთ-ერთ რეგიონში, ალენტეჟუში აყენებენ, 2000 წლის წინანდელია. ეს ჭურჭელი დაახლოებით 2 მ. სიმაღლისაა და 1000 ან მეტ ლიტრსაც იტევს. ქვევრისგან განსხვავებით ის მიწის ზემოთ დგას. ტალიას უპირატესობაა, რომ შესაძლებელია ღვინის უმეტესი ნაწილის ფსკერთან მდებარე ნახვრეტიდან გადმოღება, თუმცა მინუსი ის აქვს, რომ ხშირია დუღილისას მეტია მისი დაზიანების რისკები. ქვევრში კი ტემპერატურა უკეთ ბალანსდება და დაზიანების საშიშროება არ არსებობს. “აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპერატურაზე დუღილის შესანარჩუნებლად ტალია რეგულარულად უნდა დაასველოთ წყლით, ქვევრში კი ყველანაირ ტემპერატურას თავად მიწა აკონტროლებს” - წერს ავტორი.



როგორც the Drinks Business გვატყობინებს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბერძნები და ეტრუსკებიც იყენებდნენ თიხას ღვინის დასაყენებლად, ქართული ქვევრი მაინც განსაკუთრებულია თავისი იდეითა და დაყენების ტექნოლოგიით. ამას ცნობილი ფრიულელი მეღვინე იოშკო გრავნერიც აღნიშნავს.




სტატიაში ავტორი წითელ და თეთრ ღვინოებსაც გვირჩევს. მათ შორისაა Sassotondo Ciliegiolo Poggio Pinzo 2016, რომელიც იაპონური დამარილებული ქლიავის არომატებით ხასიათდება, ასევე იასამნის, თამბაქოს, ჭარხლისა და მჟავე ალუბლის სურნელებით.



Castello del Trebbio le Anfore 2017 წითელი ღვინოა, რომელიც თიხის ჭურჭელში თვეების განმავლობაში ძველდება. აქვს ძირტკბილას, ტყავის, შავი ალუბლის ნოტები და მკაცრი დაბოლოება დაბალანსებულ მჟავიანობასთან ერთად.



Tenuta Fontana, Alberata Aspirinio di Aversa 2016 კი თეთრი, სურნელოვანი ღვინოა, რომელსაც მაცერაციის გარეშე 7 თვის განმავლობაში აყენებენ და დაშაქარული ციტრონის, კოჭისა და ლიმონჩელოს სურნელებით ხასიათდება. ღვინოების სრულ ჩამონათვალს The Drinks Business-ის სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ. სამწუხაროდ სტატიაში ვერც ერთ ქართულ ღვინოს ვერ ნახავათ, არადა ასეულობით დასახელების ქართული ქვევრის ღვინოა უკვე მსოფლიოში.


წყარო: ღვინის კლუბი/vinoge.com







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up