„იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით“

„იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით“

access_time2020-03-31 02:21:31

იტალიელი მწერალი ფრანჩესკა მელანდრი, კორონავირუსის გამო რომში 3 კვირის განმავლობაში ჩაიკეტა. მწერალმა ევროპელებს “წერილი მომავლიდან” მიწერა.

 

“იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით.

 

დროის მდინარებაში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით. გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ, ცოტა ხნის წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: “ეს ხომ უბრალო გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო?” და ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა.

 

აქედან, თქვენი მომავლიდან რომ გიყურებთ, ვიცით, ბევრი თქვენგანი, ვისაც სახლში გამოკეტვა ურჩიეს, ორუელს ან სულაც ჰობს ციტირებთ. მაგრამ ცოტა ხანში ამისთვის ვეღარ მოიცლით.

 

პირველ რიგში, თქვენ ჭამას დაიწყებთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ.

 

უამრავ ჯგუფს მოძებნით რჩევებით სავსეს – დროის ნაყოფიერად გატარებაზე. ყველა მათგანში გაწევრიანდებით, და რამდენიმე დღეშივე მიაგდებთ.

 

თქვენი წიგნების თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ არც ერთის წაკითხვის თავი არ გაქვთ.

 

ისევ შეჭამთ. ვერც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ: რა ჭირს დემოკრატიას.

 

განუწყვეტელი სოციალური ცხოვრება გექნებათ ონლაინ – მესენჯერი, უოთსაფი, სკაიპი, ზუმი…

 

თქვენი ზრდასრული შვილები ისე მოგენატრებათ, როგორც არასოდეს; ყელში ბურთი გაგეჩხირებათ იმის გაცნობიერებაზე, რომ ზუსტად არ იცით როდის ნახავთ.

 

ძველი წყენები და კამათი უმნიშვნელო მოგეჩვენებათ. იმ ხალხსაც კი დაურეკავთ, რომელზეც დაიფიცეთ, რომ არასოდეს ხმას არ გასცემდით და ჰკითხავთ: “როგორ ხარ?”.  ბევრ ქალს სცემენ სახლებში.

 

უსახლკაროებზეც ბევრს იფიქრებთ. უკაცრიელ ქუჩაში, მაღაზიაში გასული, თავს დაუცველად იგრძნობთ, განსკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქალი ხართ. თქვენს თავს ჰკითხავთ, ნუთუ ასე ინგრევა საზოგადოებები. ნუთუ ეს ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? შემდეგ სახლში მისული ყველა ამ ფიქრს დაივიწყებთ და ისევ შეჭამთ.

 

წონაში მოიმატებთ. ონლაინ ფიტნესკურსებს მოძებნით.


 

იცინებთ. ძალიან ბევრს იცინებთ. იუმორს უბრალოდ ამოაფრქვევთ. ის ადამიანებიც კი, ვინც ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდნენ, ცხოვრების, სამყაროს და ყველაფრის აბსურდულობაზე დაიწყებენ მსჯელობას.

 

მეგობრებს და საყვარლებს შეხვედრებს მაღაზიის რიგებში დაუთქვამთ, რომ ფიზიკური დისტანცირების პირობებში მათ თვალი მაინც მოჰკრათ.

 

ყველა იმ ნივთს დაითვლით, რაც არ გჭირდებათ.

 

თქვენს გარშემო ადამიანები მთელი სიაშკარავით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ და ბევრშიც დარწმუნდებით.

 

მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან, მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება; ზოგი რაციონალიზაციაში იპოვის თავშესაფარს, რომელიც იმდენად მოკლებული იქნება ემპათიას, რომ მათ ადამიანები აღარ მოუსმენენ. და უცებ აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით, გახდებიან სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი.

 

მათ ენდობით, ვინც ამ ქაოსს, უფრო დიდ პერსპექტივაში დაგანახებენ, როგორც სამყაროს განახლების ნიშანს, ისე. რაღაც დროიდან, ისინიც ყელში ამოგიყვანენ თავს: გასაგებია, პლანეტა უკეთ სუნთქავს CO2 ემისიების განახევრების გამო, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადო შემდეგი თვის კომუნალურები?

 

ვერც იმას მიხვდები ახალი სამყაროს დაბადება გრანდიოზული ამბავია, თუ უბადრუკი.

 

თქვენი ფანჯრებიდან და გაზონებიდანაც დაუკრავთ მუსიკას. “ეს იტალიელები!”, ალბათ ასე ამბობდით, როდესაც აივნებიდან მომღერალს გვხედავდით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთის გამამხნევებელ სიმღერებს თქვენც იმღერებთ. და როდესაც “I will survive”-ს ჩართავთ, ჩვენ გიყურებთ და დაგიქნევთ თავს, როგორც ვუჰანის მაცხოვრებლები, თებერვალში თავიანთი ფანჯრებიდან რომ მღეროდნენ, გვიქნევდნენ თავს  ჩვენ.

 

ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ როგორც კი კარანტინი დასრულდება, პირველი რასაც იზამენ განქორწინების განაცხადის შევსება იქნება.

 

ბევრი ბავშვი ჩაისახება.

 

თქვენი ბავშვები სკოლაში ონლაინ ივლიან. თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ თან დიდ სიხარულსაც მოგანიჭებენ.

 

ასაკოვანი ადამიანები თინეიჯერებივით დაუმორჩილებლები გახდებიან: მათთან ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ სახლიდან არ გაუშვათ, რადგან არ დაინფიცირდნენ და არ მოკვდნენ.

 

შეეცდებით რომ არ იფიქროთ მარტოხელა გარდაცვლილებზე ინტენსიურ განყოფილებებში.

 

მოგინდებათ ვარდის ფურცლებით მოფინოთ სამედიცინო მუშაკების თითოეული ნაბიჯი.

 

გეტყვიან, რომ საზოგადეობა საერთო ძალისხმევით არის გაერთიანებული და თქვენ ყველა ერთ ნავში ხართ. მართალი იქნება. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის წარმოდგენას თუ როგორ აღვიქვამთ თავს – ინდივიდუალურად, თუ როგორც მთელის ნაწილს.

 

მიუხედავად ამისა, თვაშისაცემი იქნება კლასობრივი განსხვავება. ლამაზ, ბაღიან სახლში გამოკეტვა, არ იქნება ისეთივე, როგორიც მჭიდროდ დასახლებულ ბინებში. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ის ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ არ გამოიყურება ყველასთვის ერთნაირად, არც არის ერთი ყველასათვის: არც არასოდეს ყოფილა.

 

რაღაც დროს მიხვდებით, რომ ძნელია. შეგეშინდებათ. თქვენს შიშებს ძვირფას ადამიანებს გაანდობთ, ან თქვენთვის შეინახავთ, რომ ისინი არ დაამძიმოთ.

 

ისევ შეჭამთ.

 

ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე. მაგრამ ეს მომავალი ადვილი განსაჭვრეტია. ძალიან ახლომხედველები ვართ.

 

თუ ჩვენს მზერას შორეულ მომავალზე მივაპყრობთ, მომავალზე რომელიც უცნობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

 

წყარო: newsreport.ge

წერილი ბრიტანულ გამოცემა „the guardian“ -ში გამოქვეყნდა

ფოტო: Nina Yorke





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up