იტალიის მთავრობამ დაამტკიცა მოთხოვნა, რომელიც მასწავლებლებს კორონავირუსზე იმუნიტეტის მტკიცებულების წარდგენას ავალდებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, იტალიის მთავრობამ ე.წ. „მწვანე საშვი“ სავალდებულო გახადა მატარებლების, თვითმფრინავების, გემების და საქალაქთაშორისო ავტობუსების მგზავრებისთვის.
ე.წ. „მწვანე საშვი“ ციფრული ან ქაღალდის სერტიფიკატია, რომელიც ცხადყოფს ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზის მიღებას, კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას.
პედაგოგები ვერ შეძლებენ სერტიფიკატის გარეშე მუშაობას და ხუთი დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე არყოფნის შემდეგ, მათ ხელფასი აღარ დაერიცხებათ.
imedinews.ge