იტალიის პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერის, ჯუზეპე კონტეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოცემა Domani-ს ცნობით, ექსპრემიერის სახლიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიმართ ჯუზეპე კონტეს საკონსულტაციო დახმარებას ეხება.
გამოცემის ინფორმაციით, კორუფციისა და მაქინაციების საქმის ფარგლებში დოკუმენტაციის ამოღებაზე სანქცია იტალიის პროკურატურამ გასცა. კერძოდ, ამოღებულია 300-400 ათასი ევროს ოდენობის ანგარიშფაქტურები - თანხა კონტემ საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ მიიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიები, რომლებთანაც კონტე თანამშრომლობდა, ცნობილ იტალიელ ბიზნესმენ ფრანჩესკო ბელავისტე კალტაჯირონეს ეკუთვნოდა. პროკურატურამ ბიზნესმენის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება ციხეში მყოფმა ადვოკატმა, პიერო ამარამ მისცა.
სამართალდამცველების თქმით, კალტაჯირონეს კომპანიები პიერო ამარას დანაშაულებრივ სქემებს უკავშირდება.
imedinews.ge