30-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა სამხრეთ იტალიის მახლობლად ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაურკვეველია, საიდან მოდიოდა ეს ნავი. საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ი იტყობინება, რომ მიგრანტები ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ. გავრცელებული ინფომრაციით, კალაბრიის რეგიონში, სანაპირო ქალაქ კროტონესთან, ძლიერი ღელვის შედეგად ნავი კლდეს შეეჯახა.
დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. დაახლოებით 40 ადამიანი გადარჩა, წერს BBC.