კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ იტალიელი ცემენტის მწარმოებელი Buzzi Unicem-ი, რუსეთში ბიზნესის წარმართვისთის, ომის საერთაშორისო სპონსორად დაასახელა. ამის შესახებ უკრაინული მედია НАЗК-ი იტყობინება.
НАЗК-ის ინფომრაციით, კომპანია ერთ-ერთია ცემენტის ინდუსტრიის ლიდერთა ხუთეულშია რუსეთში, რომელსაც ცემენტის ქარხნის უდიდესი ჯგუფი აქვს. ზოგადად, 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდისთვის Buzzi Unicem-ის რუსეთის განყოფილებამ ბიუჯეტში გადასახადების სახით 62 მილიონი ევრო შიტანა.
კერძოდ, Buzzi Russia თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და აწვდის პროდუქციას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად უმსხვილეს საწარმოებს, როგორიცაა Роснефть-ი, რომლის მენეჯმენტი სანქციების ქვეშ იმყოფება და მჭიდრო კავშირშია რუსეთის პრეზიდენტთან და Росатом-ს.