იტალიური ენერგეტიკული კომპანია Enel-მა განაცხადა, რომ დაასრულა თავისი რუსული აქტივების გაყიდვა და დატოვა რუსეთი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ევროპის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი წილი PJSC Enel Russia-ში მიჰყიდა „ლუკოილს“ და საინვესტიციო ფონდ Gazprombank-Freesia-ს ჯამში 137 მილიონ ევროდ.
მოსალოდნელია, რომ გარიგება დადებითად იმოქმედებს Enel-ის წმინდა ვალზე დაახლოებით 610 მილიონი ევროს ოდენობით და ნეგატიურად იმოქმედებს მის წმინდა შემოსავალზე დაახლოებით 1,3 მილიარდ ევროზე.
სექტემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც Enel-ს უფლება მისცა გაეყიდა PJSC Enel Russia-ის საკონტროლო პაკეტი.