„ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს“ - მარიამ ქვრივიშვილი

„ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს“ - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2023-03-10 17:15:26

ბერლინის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 – ი ოფიციალურად დაიხურა. საქართველომ, როგორც გამოფენის ოფიციალურმა მასპინძელმა ქვეყანამ, გამოფენის 180-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელსა და 200 ათასამდე დამთვალიერებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალის, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სლოგანი გამოფენაზე იყო „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.


„ბერლინის გამოფენაზე ჩვენ გამორჩეულად საინტერესო და ყოვლისმომცველი პავილიონი გვქონდა. ჩვენ სტუმრებს გავაცანით საქართველო თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებით, გამორჩეული ფოლკლორით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეღვინეობის უწყვეტი 8000-წლოვანი ისტორიით, რომლის გამოც მსოფლიო ჩვენს ქვეყანას სამართლიანად უწოდებს ღვინის სამშობლოს. ამავე დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ თანამედროვე მიღწევებითაც - მდგრადად განვითარებადი კურორტებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ITB Berlin 2023 - ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  



ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს პავილიონი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up