ITB Berlin-ზე საშუალება გვეძლევა 200 000-მდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი - ირაკლი ქარქაშაძე

ITB Berlin-ზე საშუალება გვეძლევა 200 000-მდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი - ირაკლი ქარქაშაძე

access_time2023-03-08 09:40:58

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს, როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებასა და არქიტექტურას ეცნობიან.


დღეიდან, 9 მარტის ჩათვლით, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს ქართულ სტენდზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კუთხის ნახვაც შეეძლიათ. ყველა დაინტერესებული პირი საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას იღებს.


გამოფენის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე შეხვედრებს მართავს ავიაკომპანიებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.



,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პირველად მონაწილეობს ITB Berlin-ზე. საშუალება გვეძლევა გერმანიაში მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მთელი ქვეყანა, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით და იმ სტუმარ-მასპინძლობით, რითაც თითოეული ჩვენგანი საქართველოში უცხოელ სტუმარს ვხვდებით. პირველი შთაბეჭდილება კი მათ ჩვენს ქვეყანაზე სწორედ აეროპორტიდანვე ექმნებათ. გამოფენის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეხვედრა ჩვენთვის პოტენციურად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ავიაკომპანიებთან და ავიაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ITB Berlin-ზე მონაწილეობენ . ფორუმის მასშტაბი ძალიან დიდია, გვეძლევა საშუალება 200 ათასამდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი. გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გუშინ გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა. ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.


თეგები:
ITB Berlin



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up