ბერლინის ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს სტენდის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან და ITB ბერლინის დირექტორ დებორა როთისთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საქართველოს სტენდი 1000 კვ. მ. ფართობზე მეტ ტერიტორიას დაიკავებს, სადაც 80-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.