თბილისის მერია: იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა გვადალახარას გადასცა

თბილისის მერია: იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა გვადალახარას გადასცა

access_time2022-04-25 14:40:00

იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა.



სტატუსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც გვადალახარაში შედგა, თბილისიდან ოფიციალური დელეგაცია დაესწრო.


ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრები. სტატუსის გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნესკო-სა და გვადალახარას მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები.



„თამამად შეიძლება ითქვას, რომ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი, მსოფლიოს რუკაზე, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მადლობა იუნესკო-ს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა გუნდს, რომელმაც ჩვენი დედაქალაქისთვის ასე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.




ვუსურვებ წარმატებას გვადალახარას, რომელმაც იუნესკო-ს ესტაფეტა თბილისისგან გადაიბარა. მე კარგად გავეცანი მათ პროგრამას და მჯერა, რომ ქალაქსა და მთელი ქვეყნის მოსახლეობას, წინ საინტერესო ერთი წელი ელის“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.



თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში იყო. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 50-ზე მეტი მასშტაბური, სახალხო, პროფესიული, საბავშვო, ახალგაზრდული, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი. დაარსდა საბავშვო წიგნის ფესტივალი და ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, განახლდა თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის ჩატარდა არაერთი კონკურსი, ლექცია-სემინარები, განხორციელდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეზიდენციები.



პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, განხორციელდა არაერთი სახალხო ღონისძიებაც. მათ შორის, წიგნების ფლიმარკეტები, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები. ასევე, ჩატარდა სამი ლიტერატურული ბანაკი სტუდენტებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გახმოვანდა და აუდიო წიგნების სახით გამოვიდა თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები, დაარსდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და უამრავი სხვა.



პროექტის მთავარი განმახორციელებლი იყო თბილისის მერია, გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, პარტნიორები: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი, აჭარა ჯგუფი, პოსტრედი და სხვა.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up