იუსტიციის სამინისტრო: საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

იუსტიციის სამინისტრო: საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

access_time2021-03-11 14:40:00

2021 წლის მარტში საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. მიგრაციის ევროპულმა ქსელმა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად, თავის რიგებში მიიღო ევროპის ეკონომიკური სივრცის გარეთ მყოფი ქვეყნები – საქართველო და მოლდოვა.



სამუშაო შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. სამუშაო შეთანხმება აყალიბებს მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში ევროკომისიასა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის პირობებს, რაც განსაზღვრავს აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებს.



„მიგრაციის უკეთესი მართვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება სხვა ქვეყნებთან. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის ახალ პაქტშიც. მიგრაციის ევროპულ ქსელში საქართველოს მიღება საშუალებას მოგვცემს, ახალ პარტნიორებს გავუზიაროთ მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და, ამასთან, უკეთ გავიაზროთ მიგრაცია კავკასიური პერსპექტივიდან , – განაცხადა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მონიკ პარიამ.




როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მიგრაციის ევროპულ ქსელში ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „მიგრაციის მართვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული ნიშანსვეტია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება მიგრაციისა და განვითარების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევას, ანალიზს და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. და ეს სწორედ ის მიმართულებებია, რა მხრივაც მიგრაციის ევროპული ქსელი წარმატებულად მოღვაწეობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.



ინფორმაციისთვის: მიგრაციის ევროპული ქსელი (The European Migration Network - EMN) საქმიანობს ევროპის მასშტაბით. მასში წარმოდგენილი არიან ეროვნული საკონტაქტო პირები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნორვეგიიდან. ისინი ქსელს აწვდიან მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ქსელი შეიქმნა 2008 წელს ევროკომისიის მიერ (ევროპული საბჭოს დავალებით) და მის მიზნად განისაზღვრა, არსებული საჭიროების შესაბამისად, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე სარწმუნო ინფორმაციის რეგულარული გაცვლა ევროპის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის ევროპული ქსელის დაფუძნების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up